პროგრამის სახელწოდება - სადოქტორო პროგრამა ევროპისმცოდნეობაში
საფეხური - სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
სწავლების ენა - ინგლისური
კვალიფიკაცია - ევროპისმცოდნეობის დოქტორი
სწავლების ხანგრძლივობა - 6 სემესტრი
ECTS - 60
სწავლების გადასახადი - 2250
პროგრამის განხორციელების ადგილი - თსუ მეორე კორპუსი, ჭავჭავაძის 3, IES- ევროპული კვლევების ინსტიტუტი, 406
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული - იურიდიული ფაკულტეტი
საკონტაქტო პირი: ნინო ლაპიაშვილი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, სადოქტორო პროგრამის ავტორი
პროგრამის ხელმძღვანელები:
1. ნათია ლაპიაშვილი, შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული პრიფესორი, IES ევროკავშირის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი;
2. თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
3. დანიელა ურსე, ბუქარესტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი;
პროგრამის ავტორი და აკადემიური კოორდინატორი: ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ნინო ლაპიაშვილი nino.lapiashvili@tsu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: ies.assistant@tsu.ge, ies.assistant2@tsu.ge, ies.assistant3@tsu.ge
ვებ-გვერდი: www.ies.tsu.edu.ge
პროგრამის სტრუქტურა:
კურსის სტატუსი ECTS-მოცულობა
სავალდებულო საუნივერსიტეტო
სავალდებულო დარგობრივი 45
არჩევითი დარგობრივი 10
სულ 55
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:
1. ნათია ლაპიაშვილი, შვეიცარიის ბაზელის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროკავშირის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და მოწვეული პროფესორი;
2. თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
3. დანიელა ურსე, ბუქარესტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დოქტორი, თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი;
სამაგისტრო პროგრამის ავტორი და კოორდინატორი:
1. ნინო ლაპიაშვილი, უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ევროკავშირის ჟან მონეს მოდულის მფლობელი მოწვეული აკადემიური პერსონალი, ბრიტანეთის ედინბურგის უნივერსიტეტის კვლევითი სამაგისტრო პროგრამის მეცნიერებათა მაგისტრი პოლიტილოგიაში, ათენის სამართლისა და მმართველობის ევროპული სკოლის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის/ბუდაპეშტი იურიდიული ფაკულტეტის ადამიანის უფლებების სამართლის მაგისტრი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრი .
ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა, ეყრდნობა რა უნივერსიტეტის მისიასა და მიზნებს, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის, ასევე თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტრატეგიული გეგმებით, ითვალისწინებს რა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განპირობებული შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მიზნად ისახავს:
1. ახალი სამეცნიერო ცოდნის გენერირების გზით ევროკავშირის ინტეგრაციის, მისი იურიდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიულ-კულტურული ასპექტების შესახებ კვლევების განვითარებას; ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ კვლევას ინტერდისციპლინური მიდგომის გამოყენებით, რაც შესაძლებლობას იძლევა იმისა, რომ მომავალმა დოქტორებმა თავად შეძლონ ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევებისა და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება ევროკავშირთან დაკავშირებით სამართლებრივი, ეკონომიკური, საოციალურ-პოლიტიკური და ისტორიული გადმოსახედიდან გამომდინარე;
2. ევროკავშირის სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ისტორიის სფეროს ექსპერტების მომზადებას;
3. მეცნიერების განვითარებასა და პედაგოგიურ საქმიანობას. ევროკავშირის პატრონაჟით შექმნილი ინტერფაკულტეტური ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიზნებისა და კონცეფციის შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მარტო ძლიერი კადრების მომზადება სხვადასხვა სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურებში პრაქტიკულ საქმიანობაში ჩასართავად, არამედ საგანგებო მისიაც, რომ ევროპისმცოდნეთა ახალმა თაობამ საკუთარ თავზე აიღოს მეტად მნიშვნელოვანი ვალდებულება, რასაც მეცნიერებისა და პედაგოგიური საქმიანობის განვითარება ჰქვია და სტუდენტების მომავალ თაობებსაც გაუზიარონ სხვადასხვა აქტუალური სამეცნიერო პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ახლებური მიდგომები.
ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელმაც აგრეთვე წარმატებით უნდა ჩააბაროს ინგლისური ენის გამოცდა B2+ დონეზე, ან წარმოადგინოს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან მაგისტრის დიპლომი, რომელშიც სწავლების ენად მითითებული იქნება ინგლისური. ჩაბარების მსურველებს ასევე მოეთხოვებათ ინგლისურ ენაზე შესრულებული კვლევითი პროექტის (2500-3000 სიტყვა, რომელიც მოიცავს: ა)დისერტაციის სათაურს; კვლევის მიზნებს; კვლევით კითხვას/კითხვებს; ჰიპოთეზას; კვლევის მეთოდოლოგიას; გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას) წარმოდგენა და კომისიის წინაშე გასაუბრება.
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელ სტუდენტებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს) უფლება აქვთ ჩააბარონ აღნიშნულ სადოქტორო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით.
ცოდნა და გაცნობიერება:
დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენებისა და სწავლის ან საქმიანობის სფეროს სისტემური და კრიტიკული გააზრების საშუალებას იძლევა (რეფერირებადი პუბლიკაციისათვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე). არსებული ცოდნის ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივ გადაფასების გზით (მათ შორის, სწავლის ან საქმიანობის სფეროს სისტემური და კრიტიკული გააზრება) ცოდნის განახლებული ფარგლების გაცნობიერება ინტერდისციპლინურ კონტექსტში.
კურსდამთავრებული შეძლებს:
გააცნობიეროს ევროკავშირის მარეგულირებელი ეკონომიკური, ფინანსური, სამართლებრივი და პოლიტიკური სტრატეგიები, მათი უახლესი მიღწევები; ევროკავშირის ინსტიტუციების სტრატეგიები სამართლისა და პოლიტიკის გლობალიზაციის კონტექსტში, თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებაში. აღნიშნული სტრატეგიების ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივი გადაფასების გზით ცოდნის განახლებულ ფარგლებში განსაზღვროს ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისობა საზოგადოების განვითარების მოთხოვნებთან;
გააცნობიეროს რეფერირებადი პუბლიკაციისთვის შესაბამისი სტანდარტის ნაშრომის შემუშავების სტრატეგიები და ტექნიკა, ასევე, სწავლა-სწავლების მეთოდების მნიშვნელობა მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის;
დაამუშაოს ევროკავშირის ეკონომიკური/სამართლებრივი/პოლიტიკური სფეროს ფარგლებში მოძიებული საკვლევი მასალა და გამოიყენოს კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდები.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა, განხორციელება და ზედამხედველობა; შემუშავება ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომებისა, რომლებიც ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში.
კურსდამთავრებული შეძლებს:
ევროკავშირის ფარგლებში ინსტიტუციონალურ, ლეგიტიმაციის, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის, პოლიტიკისა და ევროკავშირის სამართლის კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ფარგლებში კვლევის თემატიკის განსაზღვრას, მისი აქტუალობის დასაბუთებას, კვლევის მეთოდების გამოყენების საფუძველზე ინოვაციური კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას, განხორციელებასა და ზედამხედველობას; ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მეთოდებისა და მიდგომების შემუშავებას, რომელიც ახალი ცოდნის შექმნაზე იქნება ორიენტირებული და აისახება საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში (მათ შორის, ორენოვან ევროპისმცოდნეობის ქართულ ჟურნალში ISSN 2346-7827);
ევროკავშირის ფარგლებში თანამედროვე მოვლენებთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად ინოვაციური გზების მოძიებას ევროპის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი პრინციპების სიღრმისეული ანალიზის, მიმდინარე მოვლენების ხელახალი გააზრებისა და ნაწილობრივი გადაფასების საფუძველზე და ინდივიდუალური კვლევის მეთოდების შემუშავებას;
პრობლემათა გადასაჭრელად ევროკავშირის ინსტიტუციონალური და მარეგულირებელი იურიდიული კონცეფციების, პოლიტიკური კონცეფციების გამოყენებას, დამოუკიდებლად მათ მისადაგებას კონკრეტულ აქტუალურ, პრობლემურ საკითხებთან, დარგობრივი ახალი ცოდნის გენერირებას, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციური, ლეგიტიმური, პოლიტიკური წყობის გაუმჯობესების საწინდარი იქნება;
სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლების მთავარი პრინციპების და კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვას და სწავლა-სწავლების მეთოდების პრაქტიკაში გამოყენებას.
დასკვნის გამოტანის უნარი:
ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზი, სინთეზი და შეფასება, რითაც ხდება ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარების ხელშეწყობა. პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება.
კურსდამთავრებული შეძლებს:
ევროკავშირის ფარგლებში არსებულ საკვლევ თემასთან დაკავშირებული წყაროების კრიტიკულ შეფასებას, ანალიზს, კვლევის პროცესში მათ რელევანტურ გამოყენებას;
ევროკავშირის სამართლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული, ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკულად შეფასებასა და ანალიზს, რის საფუძველზეც ხელს შეუწყობს ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება/განვითარებას ევროპული კვლევების სფეროში; პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას.
კომუნიკაციის უნარი:
ახალი ცოდნის არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვა ინგლისურ ენაზე.
კურსდამთავრებული შეძლებს:
ევროპისა და ევროკავშირის ისტორიული პროცესების თანამედროვე პროცესებთან შედეგობრივ კავშირში დასაბუთებულად, გარკვევით წარმოჩენას და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან თემატურ პოლემიკაში ჩართვას ინგლისურ ენაზე ევროკავშირის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და იურიდიულ საკითხებსა და პრობლემებზე როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ კონტექსტში.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:
ღირებულებათა დამკვიდრების გზების კვლევა და მათ დასამკვიდრებლად ინოვაციური მეთოდების შემუშავება.
კურსდამთავრებული შეძლებს:
აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით ევროკავშირის ფარგლებში სამართლებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციასთან, ასევე კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებასთან კორელაციაში ევროპულ იდენტობასთან დაკავშირებული უახლეს მიღწევებზე დამყარებული კვლევითი პროექტების და ღირებულებების დამკვიდრების გზებისა და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელებას; ასევე, ამ პროცესში ინოვაციური კვლევითი მეთოდების შემუშავებას დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის დემონსტრირებით.
ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს ღირებულ კომპეტენციებს სწავლებისთვის, დამოუკიდებელი კვლევის წარმართვისთვის და შემდეგ სფეროებში კარიერის განხილვა მოხდეს შემდეგ სფეროებში:
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
• საჯარო სამსახური;
• არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროპული ინსტიტუტები;
• პოლიტიკური ორგანიზაციები;
• კერძო სექტორი;
• კონსალტინგური ორგანიზაციები ;
• მედია და საინფორმაციო ცენტრები;
• დოქტორანტურის შემდეგი საფეხური.
ევროპისმცოდნეობის დოქტორს შესაძლებლობა აქვს გააგრძელოს მაღალი აკადემიური ხარისხის კვლევითი საქმიანობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.